ირანისა და ომანის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით თეირანში მოლაპარაკებები გამართეს

11:45, 26.07.2026

ირანისა და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა თეირანში ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო უწყების სპიკერი ისმაილ ბაღაეი ავრცელებს.

„ამ შეხვედრების დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთო პრინციპებსა და საოპერაციო მექანიზმებზე, რომლებიც ეხება ჰომურიზს სრუტეში გემების უსაფრთხო ნავიგაციის მართვას, ორივე სანაპირო ქვეყნის სუვერენული უფლებების პატივისცემით“, – აღნიშნავს ბაღაეი.

ისმაილ ბაღაეის განცხადებით, მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და გარკვეული პროგრესიც იქნა მიღწეული. მისივე თქმით, ჰორმუზუს სრუტეში საზღვაო მიმოსვლის სტატუსში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ირანის საგარეო უწყების სპიკერის განმარტებით, ომანის დელეგაციამ უკვე დატოვა თეირანი, თუმცა ტექნიკური და პოლიტიკური კონსულტაციები მხარეებს შორის გრძელდება.

მსგავსი