ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

როგორც ცნობილია, ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი,  დადებითი იყო.

ბოლო მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით 245 ადამიანია ინფიცირებული. დაიღუპა 26 პირი.