ირანის უზენაესი ლიდერის ოფისის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანმა კვირას დაგეგმილ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღო

00:45, 29.06.2026

ირანის უზენაესი ლიდერის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, ირანმა კვირას დაგეგმილ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღო.

მეჰდი ფაზაელის თქმით, ამის მიზეზია ირანის წინააღმდეგ ბოლო თავდასხმები და აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა.

„მაგალითად, ერთ-ერთი საკითხია, გვაქვს თუ არა გაყინულ ფინანსურ აქტივებზე წვდომა. თუ ეს წვდომა არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ეს პირობა არ შესრულებულა“, – განაცხადა ფაზაელიმ.

ცნობისთვის, შაბათ-კვირას ორმხრივი დარტყმების ფონზე, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მსგავსი