ირანის უსაფრთხოების სამსახურმა მთავრობაში მომუშავე ჯაშუშების დაკავების შესახებ განაცხადა
ირანის უსაფრთხოების სამსახურმა მთავრობაში მომუშავე ჯაშუშების დაკავების შესახებ განაცხადა

ირანის უსაფრთხოების სამსახურმა მთავრობაში მომუშავე „ათობით ჯაშუშის“ დაკავების შესახებ განაცხადა.

„მოსახლეობას მუდმივად მოვუწოდებ, შეგვატყობინონ ნებისმიერი ინფორმაცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების შესახებ. დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშების წინააღმდეგ მოქმედების სამმართველომ წარმატებით გამოავლინა და დააპატიმრა ჯაშუშები, რომლებიც მთავრობის სხვადასხვა შტოში მუშაობდნენ“, – განაცხადა ირანის დაზვერვის მინისტრმა, მაჰმუდ ალავიმ.

ირანელმა მაღალჩონოსანმა დაკავებულების ვინაობა არ დაასახელა.