ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს მიმართავს – თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება, თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ
თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ, – ასე მიმართავს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
„ირანის აშურას ერს თქვენი ცარიელი მუქარის არ ეშინია. თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება. თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ“, – წერია ალი ლარიჯანის განცხადებაში.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძვანელი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ოცჯერ ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადატანას შეზღუდავს.
ملت عاشورایی ایران، از تهدیدات پوشالی شما نمیترسند.
بزرگتر از شما هم نتوانستند ملت ایران را حذف کنند.
مراقب خود باشید حذف نشوید! pic.twitter.com/v1aWLoJk7K— Ali Larijani | علی لاریجانی (@alilarijani_ir) March 10, 2026