ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების შესრულება დაიწყო
ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების შესრულება დაიწყო

საქართველოს მიმართულებით ფრენები ირანის უმსხვილესმა ავიკომპანია Iran Air-მა დაიწყო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება.

თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27 ოქტომბრამდე), კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს  – Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 27 მარტს მიენიჭა.

საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ და ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას დღეისთვის რვა ავიაკომპანია ახორციელებს – Georgian Airways, Myway Airlines, ATA Airlines, Taban Airlines, Qeshm Airlines, Zagros Airlines, Kish Air და Iran Aseman Airlines.