ირანის თავდაცვის მინისტრი - ნებისმიერი შესაძლო აგრესიის შემთხვევაში ირანი ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს
ირანის თავდაცვის მინისტრი - ნებისმიერი შესაძლო აგრესიის შემთხვევაში ირანი ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს

ნებისმიერი შესაძლო აგრესიის შემთხვევაში ირანი ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა.

ირანის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, მოლაპარაკების მეორე მხარის ზოგიერთი წარმომადგენელი დაიმუქრა, რომ თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, შესაძლოა, კონფლიქტი მოხდეს.

„ირანელი ერისა და შეიარაღებული ძალების სახელით ვაცხადებ, ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები დასრულდება და საქმე ასე შორს არ წავა. თუმცა, თუ მოლაპარაკებები არ დასრულდება და კონფლიქტს თავს მოგვახვევენ, მეორე მხარის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ჩვენსაზე გაცილებით მეტი იქნება. ამ შემთხვევაში ამერიკა იძულებული გახდება, დატოვოს რეგიონი, რადგან მისი ყველა ბაზა ჩვენი მხედველობის არეშია, ჩვენ გვაქვს მათზე წვდომა და ჩვენ ყველა მათგანს მასპინძელ ქვეყნებში განხილვის გარეშე ამოვიღებთ მიზანში“, – განაცხადა აზიზ ნასირზადემ.