ირანის თავდაცვის მინისტრი - ისრაელის სიონისტური რეჟიმი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივს და ხაიფას ფერფლად აქცევს
ირანის თავდაცვის მინისტრი - ისრაელის სიონისტური რეჟიმი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივს და ხაიფას ფერფლად აქცევს

ისრაელის სიონისტური რეჟიმი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივს და ხაიფას ფერფლად აქცევს, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ამირ ჰათამიმ განაცხადა.

ირანის თავდაცვის მინისტრის თქმით, სიონისტებს თავის გარშემო კედლის აშენება მოუწიათ და ირანის მიმართ მათი მუქარა სასოწარკვეთაა.

„სიონისტური რეჟიმი არ არის ირანის მთავარი მტერი და ირანის ზომაც კი არ არის. სიონისტური რეჟიმის ექსპანსიონისტური ამბიციები შეჩერდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ და დღეს რეგიონის ყველა ქვეყანას სძულს ეს რეჟიმი. ისრაელის სიონისტური რეჟიმი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივს და ხაიფას ფერფლად აქცევს“, – განაცხადა ამირ ჰათამიმ.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო ირანის ბირთულ ამბიციებს არ შეაკავებს, ისრაელი ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად იმოქმედებს და ირანის ბირთვულ ობიექტებს დაბომბავს.