ირანის თავდაცვის მინისტრი - დღეს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ტრამპიზმია, რომელსაც ნაციზმის მსგავსი ნიშნები აქვს
ირანის თავდაცვის მინისტრი - დღეს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ტრამპიზმია, რომელსაც ნაციზმის მსგავსი ნიშნები აქვს

დღეს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ტრამპიზმია, რომელსაც ნაციზმის მსგავსი ნიშნები აქვს, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ამირ ჰატამის თქმით, ეგოიზმით, ზეწოლით, ადამიანური პრინციპების და საერთაშორისო წესების დარღვევით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეში აგდებს.

პარალელურად, დღესვე ირანის პარლამენტმა აშშ-ის შემზღუდველი ზომების საპასუხო კანონები მიიღო. ირანის პარლამენტმა აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ირანის მთავრობას ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული ზომების შესაბამისად მოქმედება დაავალა.

ირანის პარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი კანონით, მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ აშშ-მა ირანის ინტერესების წინააღმდეგ ძალა ან აღჭურვილობა ვერ გამოიყენოს.