ირანის თავდაცვის ახალი მინისტრი აცხადებს, რომ თუ აშშ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაახლებს, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს მძიმე შედეგები ელოდებათ

16:47, 18.10.2026

ირანის თავდაცვის ახალი მინისტრი, მეჰრდად ახლაღი ქეთაბჩი აცხადებს, რომ თუ აშშ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაახლებს, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს მძიმე შედეგები ელოდებათ.

„ხალხს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ისინი, დიდი ალბათობით, ვერ გაბედავენ ჩვენზე თავდასხმას. თუ ამას გააკეთებენ, თავადაც და მთელი რეგიონიც უზარმაზარ ზარალს მიიღებენ“,- განაცხადა ირანის ახალმა თავდაცვის მინისტრმა.

დღეს ირანის პარლამენტმა მეჰრდად ახლაღი ქეთაბჩის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა. ის აზიზ ნასირზადეს შეცვლის, რომელიც 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა.

ირანის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მეჰრდად ახლაღი ქეთაბჩის კანდიდატურას 277 დეპუტატიდან 237-მა დაუჭირა მხარი.

მსგავსი