ირანის სულიერმა ლიდერმა ისრაელს ახლო აღმოსავლეთის კიბო უწოდა
ირანის სულიერმა ლიდერმა ისრაელს ახლო აღმოსავლეთის კიბო უწოდა

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელს ახლო აღმოსავლეთის კიბო უწოდა და განაცხადა, რომ პალესტინის გათავისუფლება ისლამის ჯიჰადია.

„პალესტინელების აღზევება უნდა გაგრძელდეს, პალესტინის გათავისუფლება ეს მოვალეობა და ისლამის ჯიჰადია, ზიონისტური რეჟიმი რეგიონის კიბოა“, – განაცხადა ალი ხამენეიმ ონლაინ მიმართვისას.

„როიტერის“ თქმით, ალი ხამენეი და ირანის სხვა წარმომადგენლები წლებია მოუწოდებენ პალესტინის მოსახლეობას იბრძოლონ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ და მათ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების გზითაც. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.