ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი - სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიება არ დასრულებულა
ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი - სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიება არ დასრულებულა

გენერალ ყასემ სოლეიმანი​ს მკვლელობისთვის შურისძიება არ დასრულებულა, – ამის შესახებ განცხადება აიათოლა ხამენეის წარმომადგენელმა, ალი შირაზიმ გააკეთა.

„ირანის შურისძიება სოლეიმანის მკვლელობისთვის ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ირანმა განახორციელოს. თავის მხრივ, წინააღმდეგობის ფრონტიც აქტიურად იძიებს შურს“, – განაცხადა შირაზიმ ირანულ სააგენტო „ფარსთან“ საუბრისას.

ირანი წინააღმდეგობის ფრონტს უწოდებს ყველა მოკავშირე ძალას რეგიონში, რომელთა ამოცანაც „მსოფლიო იმპერიალიზმთან“ ბრძოლაა.

ყასემ სოლეიმანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის, „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო. მისი ლიკვიდაცია აშშ-ის ავიაიერიშის დროს, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში მოხდა.