ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში თუ აშშ ომს გააგრძელებს, ამერიკული ბაზები და ძალები არცერთ პოლიტიკურ საზღვარზე უსაფრთხოდ არ იქნებიან

12:35, 18.07.2026

ერთდროულად ომის და მოლაპარაკებების პოლიტიკა დასრულდა, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელებს თავიდანვე არ ჰქონდათ განზრახული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელება და მხოლოდ ირანზე ზეწოლა სურდათ, რათა მათი მოთხოვნები მიეღო.

„მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფისა და კატარის ემირის თანდასწრებით შეიქმნა დავების მოგვარების კომიტეტი, მათ არასდროს მიმართეს ამ მექანიზმს, რადგან იცოდნენ, დარღვევებისთვის დაგმობდნენ, ამიტომ მიიღეს „ომისა და მოლაპარაკების“ პოლიტიკა“, – აღნიშნა მოჰსენ რეზაიმ.

ირანის სულიერი ლიდერის მრჩევლის მტკიცებით, თუ ამერიკელები ომს მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში გააგრძელებენ, ირანის ისლამური რესპუბლიკა აგრესიულ და დესტრუქციულ ფაზაში შევა და ამ შემთხვევაში, ამერიკული ბაზები და ძალები არცერთ პოლიტიკურ საზღვარზე უსაფრთხოდ არ იქნებიან.

მსგავსი