ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს
ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს. აითოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

„ბირთვული გამდიდრება არც 20 პროცენტით შემოიფარგლება. ის გაამდიდრებს ურანს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ზომით, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ირანში ურანის გამდიდრების დონემ შეიძლება 60 პროცენტს მიაღწიოს ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ სურს, რაც ისლამურ საფუძვლებს ემყარება, თუმცა განზრახვის შემთხვევაში ვერცერთი ქვეყანა მას ხელს ვერ შეუშლის.