ირანის სულიერი ლიდერი - მტრები ავიაკატასტროფას ირანის დასასუსტებლად იყენებენ
ირანის სულიერი ლიდერი - მტრები ავიაკატასტროფას ირანის დასასუსტებლად იყენებენ

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, მტრები ავიაკატასტროფას ირანის დასასუსტებლად იყენებენ. ეს განცხადება აიათოლა ალი ხამენეიმ პარასკევის ლოცვის დროს გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ალი ხამენეი ქადაგებით, 2012 წლის შემდეგ პირველად გამოვიდა.

ირანის სულიერმა ლიდერმა მხარდაჭერა გამოუცხადა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, რომელმაც, ალი ხამეიენის თქმით, „დაიცვა ქვეყნის უსაფრთხოება“.

მისივე განცხადებით, „ირანის მტრები ცდილობენ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე გაამახვილონ ყურადღება და ამით გადაფარონ ირანელი გენერლის ყასემ სოლიემანის მკვლელობა“.

დატოვე კომენტარი