ირანის სულიერი ლიდერი - აშშ-ი საუდის არაბეთს ირანთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს
ირანის სულიერი ლიდერი - აშშ-ი საუდის არაბეთს ირანთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, აშშ-ი საუდის არაბეთს ირანთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს. აიათოლა ალი ხამენეიმ ეს განცხადება სპარსეთის ყურეში აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შეფასებისას გააკეთა. მან მოუწოდა აშშ-ს დატოვოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, რომელსაც ხამენეიმ „ირანის სახლი“ უწოდა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც ირანს ამ რეგიონში დომინირებაში შეეცილება დამარცხდება.

„ერთ-ერთი გზა, რომლითაც ირანთან კონფრონტაცია არის შესაძლებელი, ეს არის რეგიონის სახელმწიფოთა გამოუცდელი ლიდერების პროვოცირება. აშშ ცდილობს უბიძგოს საუდის არაბეთს ირანთან კონფრონტაციისკენ. მათი მიზანია მეტი რეგიონული კრიზისი, რომ მუსლიმებმა ერთმანეთი დახოცონ”, – განაცხადა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში ვიზიტისას აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ი შეშფოთებულია რეგიონში ირანის დესტაბილიზაციური ქმედებების გამო.