ირანის სულიერი ლიდერი - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები კრიმინალური აქტია
ირანის სულიერი ლიდერი - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები კრიმინალური აქტია

აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კრიმინალური აქტია, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა.

აიათოლა ალი ხამენეის თქმით, შეზღუდვების მიუხედავად, ირანს შეუძლია მოცემულობა შესაძლებლობად გარდაქმნას და ქვეყნის ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულება შეზღუდოს.

ირანის სულიერი ლიდერის განცხადებით, მტრების შეთქმულებები მარცხისთვის არის განწირული, რისთვისაც ქვეყანა უნდა გაძლიერდეს.

„ირანი არც ერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს. ჩვენი ერთადერთი მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. რევოლუციის შემდეგ მათი მიზანი იყო ირანს არ ჰყოლოდა ძლიერი საჰაერო ძალები, მაგრამ შემოგვხედეთ. ჩვენ თვითმფრინავებსაც კი ვქმნით. ჩვენ ზეწოლა შესაძლებლობად გარდავქმენით“, – აღნიშნა აითოლა ალი ხამენეიმ ირანის საჰაერო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

დატოვე კომენტარი