ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება მიიღო
ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება მიიღო.
ირანის სულიერმა ლიდერმა შესაბამისი განცხადება ამჯერადაც წერილობითო ფორმით გააკეთა და ის ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
წერილის მიხედვით, ხამენეი თავდაპირველად არ ეთანხმებოდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, მაგრამ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის გარანტიების შემდეგ მას განხორციელების უფლება მისცა.
ამასთან, სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მისაღწევად „სასოწარკვეთილმა დონალდ ტრამპმა ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა“.
„როგორც მოგეხსენებათ, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამ ეტაპის მიღწევის გზაზე ირანის ხელისუფლებამ თანაგრძნობითა და კეთილი ნებით ბევრი ძალისხმევა გასწია და, რა თქმა უნდა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ის, ვინც სასოწარკვეთილების გამო ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა ამ მიზნით. პრინციპში, მე განსხვავებული პოზიცია მქონდა, მაგრამ იმ ვალდებულების გამო, რომელიც პატივცემულმა პრეზიდენტმა, როგორც უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, საკუთარი და სხვა წევრების სახელით მომცა ირანელი ერისა და წინააღმდეგობის ფრონტის უფლებების დასაცავად და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას აიღებდა, მე მას ნებართვა მივეცი“,- ნათქვამია განცხადებაში.
წერილში სულიერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ თეირანი ვაშინგტონის მხრიდან პირობების შესრულებას ელოდება და თუ მომავალში აშშ-სა და ირანის ლიდერები პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართება, ეს არ ნიშნავს, რომ „თეირანი მტრის თვალსაზრისს იზიარებს“.