ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს – „აგრესორი აშშ-ის არმიისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება ომში აშშ-თან მონაწილეობის ტოლფასია“
ირანი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის ძალებისთვის დახმარება ომში თეირანის მტერთან თანამონაწილეობას ნიშნავს.
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ალი აბდოლაჰიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ არ აძლევენ შეერთებულ შტატებს თავიანთი ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას, უნდა იცოდნენ, რომ ირანელების თვალებისთვის არაფერია დაფარული.
„სამხედრო თვითმფრინავების ასეთი რაოდენობის, განსაკუთრებით კი თვითმფრინავების საწვავის შემვსების, რეგიონულ ბაზებზე განლაგება, სავარაუდოდ, მასპინძელი ქვეყნების ცოდნის გარეშე არ მოხდება. გაფრთხილებთ: აგრესორი აშშ-ის არმიისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება და ხელშეწყობა აშშ-ის სამხედრო ძალებთან მონაწილეობის ტოლფასია“, – აღნიშნა ალი აბდოლაჰიმ.