ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ოფიციალური თეირანის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ოფიციალური თეირანის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოჰამად ბაღერის განცხადებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ოფიციალური თეირანის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ მსოფლიო მოსახლეობისა და სიმდიდრის 40%-ზე მეტს მოიცავს. გარდა ამისა, ამ გაერთიანებაში შედიან დიდი ინდუსტრიული და სამხედრო ძალები. ეს დადებითად აისახება ირანელი ერის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების მოგერიების პროცესზე. რა თქმა უნდა, ირანის სამხედრო ურთიერთობები „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრებთან კიდევ უფრო განვითარდება“, – აღნიშნა ბაღერიმ.