ირანის შეიარაღებულ ძალებში ისრაელის მიმართულებით ბოლო რამდენიმე საათში რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
ირანის შეიარაღებულ ძალებში ისრაელის მიმართულებით ბოლო რამდენიმე საათში რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ირანის შეიარაღებულ ძალებში ისრაელის მიმართულებით ბოლო რამდენიმე საათში რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

აღნიშნულის შესახებ ირანული მედია წერს. ეს ინფორმაცია „სინენს“ უსაფრთხოების სფეროში ირანელმა მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

მედიასაშუალების წყაროს თქმით, ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათიდან ამ დრომდე „მტრის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვიათ“.

მანამდე ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

„თუ ირანი შეცდომას დაუშვეს, მისი მთელი ტერიტორია თავდასხმის ქვეშ იქნება, როგორც ომის შეწყვეტამდე ერთი საათით ადრე“, – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა „სიენენთან“.