ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება სეიედ ებრაჰიმ რაისიმ მოიპოვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება სეიედ ებრაჰიმ რაისიმ მოიპოვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება წინასწარი მონაცემებით, სეიედ ებრაჰიმ რაისიმ მოიპოვა.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაისიმ არჩევნებში 17 მილიონ 800 ათასზე მეტი ხმა მიიღო, მაშინ როდესაც არჩევნებში საერთო ჯამში საკუთარი პოზიცია 28 მილიონ 600 ათასამდე ადამიანმა გამოხატა.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სხვა არც ერთ კანდიდატს 3 მილიონ 300 ათასზე მეტი ხმა არ აუღია.

ირანული მედიის ინფორმაციით, სამმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ებრაჰიმ რაისის არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. ხმის მიცემის უფლება 59 310 000-ზე მეტ ირანელს ჰქონდა.

ირანში მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები ქალაქისა და სოფლის საკრებულოების მე-6 არჩევნების, ექსპერტთა ასამბლეის მე-5 შუალედური არჩევნები და პარლამენტის მე-11 შუალედური არჩევნების პარალელურად ჩატარდა.