ირანის სამხრეთით, მთავარ გაზსადენებზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა

12:06, 14.02.2024

ირანის სამხრეთით, მთავარ გაზსადენებზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა.

ირანული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო ორი ძირითადი გაზის გადამცემი მილსადენი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ჩაჰარმაჰალის და ბახტიარის პროვინციაში და ფარსის პროვინციაში.

ირანული მედია წერს, რომ ტერორისტულ-დივერსიული თავდასხმის შედეგად გაზსადენებზე ხანძარი გაჩნდა. კრიზისის მართვის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ირანის ნავთობის მინისტრი ჯავად ოუჯი, ნავთობის მინისტრის მოადგილეები და უსაფრთხოების სამსახურების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

მსგავსი