ირანის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბეს

15:47, 28.03.2026

ირანის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბეს.

ირანის სამხედრო წარმომადგენლების მტკიცებით, ეს შეიარაღება აშშ-ის ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა.

„მას შემდეგ, რაც დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა, დუბაიში მდებარე უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საწყობი დაიბომბა და განადგურდა“, – ნათქვამია ირანის სამხედრო ცენტრალური ოპერატიული სარდლობის, „ხატამ ალ-ანბიას“ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

მსგავსი