ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ნავთობტანკერზე აფეთქება საუდის არაბეთის სანაპიროდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ გამოიწვია
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ნავთობტანკერზე აფეთქება საუდის არაბეთის სანაპიროდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ გამოიწვია

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ნავთობტანკერზე აფეთქება საუდის არაბეთის სანაპიროდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ გამოიწვია. ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია აღნიშნულ ინფორმაციას იმ ნავთობკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ნავთობმზიდი ეკუთვნის.

ირანის ბრალდებასთან დაკავშირებით საუდის არაბეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რამდენიმე საათის წინ წითელ ზღვაში ირანის ისლამური რესპუბლიკის კუთვნილ ნავთობმზიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად ორი რეზერვუარი დაზიანდა და ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა. ინციდენტი საუდის არაბეთის პორტ ჯედას სიახლოვეს მოხდა. ამჟამად ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებებს სწავლობენ.