ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანს არცერთი ამერიკელი პატიმარი არ გაუთავისუფლებია და არც გაუცვლია

00:33, 17.07.2026

ირანს არცერთი ამერიკელი პატიმარი არ გაუთავისუფლებია და არც გაუცვლია, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მედიამ აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ირანის ციხეებში შემოწმებები ჩატარდა. მათივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ დადასტურდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი არ გათავისუფლებულა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის იმ მოქალაქის გათავისუფლებას დათანხმდა, რომელიც, მისი თქმით, 2024 წლის დეკემბრიდან უსამართლოდ იყო დაკავებული. ამერიკელი მოქალაქის, დენა კარარის გათავისუფლებაზე მისმა ადვოკატმაც ისაუბრა. მან მოქალაქის მიერ ირანის დატოვებას სასწაული უწოდა.

მსგავსი