ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ცნობილი მოჭიდავე მკვლელობას აღიარებს
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ცნობილი მოჭიდავე მკვლელობას აღიარებს

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა წერილი, რომელშიც ცნობილი მოჭიდავე ნავიდ აფკარი აღიარებს, რომ 2018 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს წყლის კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლა.

ტელევიზიით გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ მოჭიდავე დანაშაულს აღიარებს. მას ხელს მოჭიდავე აწერს. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა აფკარის ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ აღიარების ხელმოწერა მას მუქარით აიძულეს.

ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა ემუქრება. 27 წლის ნავიდ აფკარის საქმეს ირანში და მთელ მსოფლიოშიც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ჩემპიონი მოჭიდავის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მიუხედავად ამისა, ირანის უზენაესმა სასამართლომ აფკარის ვერდიქტი ძალაში დატოვა.