ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანში მდებარე ნავთობქიმიურ კომპლექსზე იერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

23:48, 04.04.2026

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანში მდებარე ნავთობქიმიურ კომპლექსზე განხორციელებულ იერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმა განხორციელდა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მაჰშაჰრში მდებარე ობიექტზე.

მათივე თქმით, აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია იმ ორ ობიექტს შორის, რომლებიც ირანში ბალისტიკური რაკეტებისთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს“ აწარმოებენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 170 დაშავდა.

მსგავსი