ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ირანს ევროპის „სამეულთან“ ბირთვულ საკითხებზე სერიოზული, გულწრფელი და დეტალური დისკუსია ჰქონდა, შეხვედრაზე ორივე მხარე კონკრეტული იდეებით მივიდა
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ირანს ევროპის „სამეულთან“ ბირთვულ საკითხებზე სერიოზული, გულწრფელი და დეტალური დისკუსია ჰქონდა, შეხვედრაზე ორივე მხარე კონკრეტული იდეებით მივიდა

ირანს ევროპის „სამეულთან“ ბირთვულ საკითხებზე სერიოზული, გულწრფელი და დეტალური დისკუსია ჰქონდა, – ამის შესახებ იურიდიულ და საერთაშორისო საკითხებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

ღარიბაბადის თქმით, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, მაჯიდ ტახტრავანჩი.

„განხილული იყო სანქციების მოხსნისა და ბირთვული საკითხის შესახებ უახლესი მოვლენები. ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებულ აგრესიულ ომთან დაკავშირებით მათი პოზიციის სერიოზული კრიტიკის პარალელურად, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პრინციპული პოზიციები, მათ შორის ე.წ. უკან დაბრუნების მექანიზმთან დაკავშირებით. ორივე მხარე შეხვედრაზე კონკრეტული იდეებით მივიდა, რომელთა სხვადასხვა ასპექტი განიხილეს. შევთანხმდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება“, – აღნიშნა კაზემ ღარიბაბადიმ.

ირანის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართეს.