ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – აშშ-ის გეგმა და წინადადება განხილვის პროცესშია, პოზიციის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ ირანი პასუხს პაკისტანის მხარეს გადასცემს

22:57, 06.05.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ისმაილ ბაღაი აცხადებს, რომ თეირანი შეერთებული შტატების უახლეს წინადადებას ჯერ კიდევ განიხილავს.

„აშშ-ის გეგმა და წინადადება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. პოზიციის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ ირანი პასუხს პაკისტანის მხარეს გადასცემს“, – აღნიშნა ბაღაიმ.

ამასთან, როგორც ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა გრძელდება.

„ჩვენი 14-პუნქტიანი წინადადების შესახებ აშშ-ის შეხედულებებზე ირანის პასუხი პაკისტანის მხარისთვის ჯერ არ არის გადაცემული“, – განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.

მსგავსი