ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა
Iran's Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks during a joint press conference with his Iraqi counterpart in Baghdad on October 13, 2024. - Iran's top diplomat vowed upon his arrival in the Iraqi capital there would be "no red lines" for the country in defending its people and interests, ahead of Israel's expected retaliation for Iran's recent missile attack. (Photo by Murtaja LATEEF / AFP)
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ მათი პრიორიტეტი ამჟამად ისრაელთან ეფექტური და შემაკავებელი დაპირისპირებაა. აბას არაღჩიმ ერთობლივი საუბარი გამართა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
აბას არაღჩი ასევე ესაუბრა იტალიელ კოლეგას, რა დროსაც გააკრიტიკა რამდენიმე ევროპელი კოლეგა და აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებაში ისინი ისრაელისკენ იხრებიან.
„ირანის უმაღლესმა დიპლომატმა კვლავ დაადასტურა ირანის ერთგულება დიპლომატიისადმი და თქვა, რომ ქვეყანას არასდროს დაუტოვებია მოლაპარაკების მაგიდა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.