ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მზად არის, სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის შესამსუბუქებლად შუამავლის ფუნქცია იტვირთოს
ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მზად არის, სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის შესამსუბუქებლად შუამავლის ფუნქცია იტვირთოს

ირანის ხელისუფლება მზად არის, სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის შესამსუბუქებლად შუამავლის ფუნქცია იტვირთოს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, სეიედ აბას მუსავის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების დაწყებისთანავე, ირანის დიპლომატიური აპარატი დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით გააქტიურდა, რადგან რეგიონს არ შეუძლია დაუშვას კიდევ ერთი კონფლიქტი.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ორივე მხარეს მოუწოდა აჩვენონ თავშეკავება.