ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირანი ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს და ქვეყნის ინტერესების დასაცავად აუცილებელი ზომების მიღებას აპირებს

17:05, 22.04.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაღეი აცხადებს, რომ ირანი ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს და აპირებს, აუცილებელი ზომები მიიღოს ირანის ინტერესების დასაცავად.

ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ბაღეიმ  აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პაკისტანმა თეირანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამასთან, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საზღვაო ძალების განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ორი გემი დააკავეს.

განცხადებაში IRGC-ს საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ ორი გემი – MSC Francesca და Epaminondas-ი ირანის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანეს „მათი ტვირთის, დოკუმენტებისა და ჩანაწერების შემოწმების მიზნით“. განცხადებაში ნათქვამია, რომ გემები ნებართვის გარეშე გადაადგილდებოდნენ და განმეორებითი დარღვევები ჩაიდინეს.

მსგავსი