ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-მა ისლამაბადის მემორანდუმი დაარღვია და შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად ამერიკულ მხარეს ეკისრება

13:55, 27.06.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-მა ღიად დაარღვია ისლამაბადის მემორანდუმი. უწყების განმარტებით, ქვეყანა სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს „სრული ძალით“ დაიცავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის სამხრეთ სანაპიროზე რამდენიმე ობიექტზე განხორციელებული საჰაერო იერიშები წარმოადგენს გაერო-ს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე ომის დასრულების შესახებ მემორანდუმის პირველი პუნქტის პირდაპირ დარღვევას.

ირანული მხარის შეფასებით, ამის საფუძველზე განხორციელდა ირანის შეიარაღებული ძალების საპასუხო დარტყმები ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.

„მიმდინარე სიტუაციის შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება აგრესორ და ხელშეკრულების დამრღვევ აშშ-ის  რეჟიმსა და მის თანამზრახველებს“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმა, რომელიც, მათი თქმით, აშშ-თან კოორდინაციით განხორციელდა, წარმოადგენს მემორანდუმის პირველი პუნქტის დარღვევას.

მსგავსი