ირანის საგარეო უწყება – ჰორმუზის სრუტის დაპყრობა შეუძლებელია ტვიტით, ავიამზიდით, ბრძანების გაცემით და საარჩევნო გამოსვლით, სრუტის დახურვა ან ხელახლა გახსნა მხოლოდ თეირანის ბრძანებით შეიძლება

11:18, 15.08.2026

ჰორმუზის სრუტის დაპყრობა შეუძლებელია ტვიტით, ავიამზიდით, ბრძანების გაცემით და საარჩევნო გამოსვლით, – ასე ეხმაურება ირანის საგარეო საქმეთა სამინიტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კაზემ ღარიბაბადის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის დახურვა ან ხელახლა გახსნა მხოლოდ თეირანის ბრძანებით შეიძლება.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, თეირანს არც მუქარის და არც ძალის დემონსტრირების არ ეშინია. კაზემ ღარიბაბადიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი გააგრძელებს სრუტის ბლოკადას იქამდე, ვიდრე ვაშინგტონი არ აღიარებს თავის „სტრატეგიულ და მძიმე დამარცხებებს“.

მსგავსი