ირანის საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი სომხეთს მოუწოდებს, გაითვალისწინოს თეირანის შეშფოთება აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმებასთან დაკავშირებით
ირანის საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი სომხეთს მოუწოდებს, გაითვალისწინოს თეირანის შეშფოთება აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
კამალ ხარაზის განცხადებით, ეს შეთანხმება, შესაძლოა, რეგიონში აშშ-ის შემდგომი ჩარევის საფუძველი გახდეს.
ირანის საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი კამალ ხარაზი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანს შეხვდა. ხარაზიმ გამოთქვა წინააღმდეგობა შეერთებული შტატების სომხეთში ინვესტორი კომპანიის სახით ყოფნასთან დაკავშირებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის მარშრუტს მართავს.
„ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის მთავრობა გადაჭრის ირანის ისლამური რესპუბლიკის შეშფოთებას“, – განაცხადა კამალ ხარაზიმ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის სომხეთში მოახლოებული ვიზიტით და ახალი მემორანდუმების გაფორმებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გზა კიდევ უფრო გაფართოვდება.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ ირანი „ღია თვალებით“ აკვირდება კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს და არასათანადოდ არაფერს შეაფასებს. ბაღეიმ აღნიშნა, რომ უცხოური ჩარევა და რეგიონში რეგიონგარეშე ძალების ყოფნა მხოლოდ გეოპოლიტიკურ გართულებებს გაამწვავებს და კონსტრუქციულ მიზანს არ ემსახურება.
„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მგრძნობიარეები ვართ, რადგან თავად სომხეთი აცნობიერებს უცხო ძალების ყოფნის შედეგებს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.