ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.

„რეგიონში არსებული წინააღმდეგობის ჯგუფები არ იღებენ ბრძანებებს ირანის ისლამური რესპუბლიკისგან თავიანთ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ მიესალმება რეგიონში კონფლიქტის გაღრმავებას, ის არ ერევა წინააღმდეგობის ჯგუფების გადაწყვეტილებებში, თუ როგორ დაუჭირონ მხარი პალესტინელ ერს და დაიცვან საკუთარი თავი და ხალხი ნებისმიერი აგრესიისა და ოკუპაციისგან“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანიმ.

ამასთან, ქანაანიმ დასძინა, რომ ირანის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და აშშ-ის დარტყმების გაგრძელება სირიასა და ერაყზე მხოლოდ გააძლიერებს არასტაბილურობას რეგიონში.

შეგახსენებთ, რომ იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა.