ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – თეირანს არ მოუთხოვია აშშ-თან მოლაპარაკებები, თუმცა ირანში მიიღო კატარელი შუამავლები, რომლებიც ვითარების დეესკალაციას ცდილობენ
ირანი უარყოფს აშშ-თან მოლაპარაკებების მოთხოვნას, როგორც ამის შესახებ მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ესმაილ ბაღეის თქმით, თეირანს არ მოუთხოვია მოლაპარაკებები, თუმცა ირანში მიიღო კატარელი შუამავლები, რომლებიც ვითარების დეესკალაციას ცდილობენ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ შაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, დელეგაციასთან ერთად, ომანში გაემგზავრება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „„ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ“ გვთხოვა „მოლაპარაკებების“ გაგრძელება, ამაზე დავთანხმდით, მაგრამ აშშ-მა მათ ნათლად განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა“.