ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - სამხრეთ კავკასია არ უნდა იქცეს არარეგიონული ძალების გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - სამხრეთ კავკასია არ უნდა იქცეს არარეგიონული ძალების გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად

სამხრეთ კავკასია არ უნდა იქცეს არარეგიონული ძალების გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა თავისი ქვეყნის პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით სომხეთს, აშშ-ს და ევროკავშირს შორის სამმხრივ შეხვედრაზე დასმული კითხვის პასუხად.

ნასერ ყანაანიმ ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ირანელი დიპლომატის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და კომუნიკაციის გაფართოება ეფექტურ როლს თამაშობს კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარებაში და ეკონომიკურ განვითარებაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა არსებული დავების გადასაწყვეტად რეგიონული შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობაზე, მათ შორის 3+3 საკონსულტაციო მექანიზმის.