ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – მოლაპარაკებების ინტერესი არ გვაქვს, ვიდრე ირანი თავდასხმის ქვეშ იმყოფება

20:15, 09.03.2026

ირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„ვიდრე სამხედრო აგრესია გრძელდება, თითქმის არ რჩება სივრცე რაიმეზე საუბრისთვის, გარდა გადამწყვეტი პასუხისა“, – აღნიშნა ისმაილ ბაღაიმ.

ამასთან, მისივე თქმით, ირანელი ხალხი მზადაა, საკუთარი საზღვრების დასაცავად სიცოცხლე გაწიროს.

„ირანელი ხალხისთვის ქვეყნის რუკა წარმოადგენს ყველაფერს, რითიც ყველა ირანელი ამაყობს და მზადაა, სიცოცხლე გაწიროს მის დასაცავად“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვრები ომის შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ირანის რუკა ომის შემდეგ იგივენაირი აღარ იქნება.

მსგავსი