ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ

00:26, 18.04.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებენ, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგს არსად გადაიტანენ.

„ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

მანამდე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დასაბრუნებლად.

მსგავსი