ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ აშშ და ირანი პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ შეთანხმებას
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ აშშ და ირანი პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ შეთანხმებას

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ აშშ და ირანი პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ შეთანხმებას.

ირანულ მედიასთან საუბრისას ბაღაიმ თქვა, რომ, ამ წარუმატებლობის მიუხედავად, დიპლომატია გაგრძელდება.

„რიგ საკითხებზე გაგებამდე მივედით. ეს რეალობაა, თუმცა ორ-სამ მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები საკმაოდ შორს იყო ერთმანეთისგან და საბოლოოდ შეთანხმებამდე ვერ მივედით. ეს არის უახლესი ამბავი, რომლის გამოცხადებაც შემიძლია. მოლაპარაკებების ეს რაუნდი გაიმართა 40 დღის შემდეგ. 40 დღე ომიდან და ცეცხლის შეწყვეტიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, უნდობლობით, ეჭვებით და მტრული განწყობით გაჟღენთილ ატმოსფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის მხარემ, ე.წ. სიონისტურ რეჟიმთან ერთად, მეორედ ჩაიდინა სამხედრო თავდასხმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ცხრა თვის განმავლობაში. ამიტომ, ბუნებრივია, თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ ერთ სხდომაზე შეთანხმებამდე მივიდოდით“, – აღნიშნა ბაღაიმ.