ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - „თალიბანის“ მიერ პანჯშირის რაიონზე სამხედრო იერიშს მკაცრად ვგმობთ
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - „თალიბანის“ მიერ პანჯშირის რაიონზე სამხედრო იერიშს მკაცრად ვგმობთ

ირანი მკაცრად გმობს „თალიბანის“ მიერ პანჯშირის რაიონზე სამხედრო იერიშს, – ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

როგორც თეირანში აცხადებენ, პანჯშირის ხეობაში შექმნილი მდგომარეობა „ნამდვილად შემაშფოთებელია“.

პანჯშირში შექმნილი მდგომარეობიდან მხოლოდ პოლიტიკური გამოსავალი არსებობს და პანჯშირის ალყაში მოქცევა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით მიუღებელია“, – განაცხადეს ირანის საგარეო უწყებაში.

პანჯშირის ხეობაში უკვე რამდენიმე დღეა, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პანჯშირი ერთადერთი რაიონია ავღანეთში, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებდნენ. ამ რაიონში იმყოფებოდნენ „წინააღმდეგობის ეროვნული ფრონტის“ მებრძოლები, რომლებიც თალიბანის ხელისუფლების აღიარებაზე უარს აცხადებდნენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თალიბანის“ პრესსპიკერმა კვლავ განაცხადა, რომ თალიბებმა პანჯშირის ყველა დასახლების დაკავება შეძლეს, ხოლო წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერები პანჯშირში აღარ იმყოფებიან.