ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციებს ეკონომიკური ტერორიზმი უწოდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციებს ეკონომიკური ტერორიზმი უწოდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეკონომიკური ტერორიზმი უწოდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ამის შესახებ მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აშშ-ის ქმედებები არის ჩაგვრის ეკონომიკური ზომები, უკეთესად რომ ვთქვათ, ეს ქმედებები ეკონომიკური ტერორიზმია“, – განაცხადა მუჰამედ ჯავად ზარიფმა.

დატოვე კომენტარი