ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ირანი რომ არა, "ისლამური სახელმწიფო" დამასკოში იქნებოდა 
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ირანი რომ არა, "ისლამური სახელმწიფო" დამასკოში იქნებოდა 

აბას არაქჩი – ირანი რომ არა “ისლამური სახელმწიფო” დამასკოში იქნებოდა.

ომის შიში ჩვენ რეგიონში ყველგანაა – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. აბას არაქჩის თქმით, სირიაში ირანის სამხედრო კომპონენტის არსებობა მიზნად ისრაელის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნას არ ისახავს და მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეა გათვლილი.

ირანელმა დიპლომატმა უარყო ინფორმაცია ისრაელის სივრცეში ირანული უპილოტოს შესვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ საფრენი აპარატი სირიის არმიის იყო.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ სირიაში არ ვყოფილიყავით. ახლა „ისლამური სახელმწიფო“ დამასკოში და შესაძლოა ბეიურთში ან სხვ ადგილებში ყოფილიყო“ – თქვა აბას არაქჩიმ.