ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური თეირანი არასდროს შეეგუება „სიონისტური რეჟიმის“ არსებობას ისლამური რესპუბლიკის საზღვრებთან
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური თეირანი არასდროს შეეგუება „სიონისტური რეჟიმის“ არსებობას ისლამური რესპუბლიკის საზღვრებთან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის განცხადებით, ოფიციალური თეირანი არასდროს შეეგუება „სიონისტური რეჟიმის“ არსებობასა და მის პროვოკაციულ ქმედებებს ისლამური რესპუბლიკის საზღვრებთან და გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში.

„მთიანი ყარაბაღის განთავისუფლების შემდეგ სამწუხარო მოვლენები მოხდა. ისრაელი მაქსიმალურად ცდილობდა ამ შესაძლებლობის გამოყენებას და ირანის საზღვრებთან მიახლოების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მან გაიმყარა მისი ყოფნა აზერბაიჯანის რიგ რეგიონებში“, – აღნიშნა ამირ აბდოლაჰიანმა.

ირანელი დიპლომატის თქმით, მათ შეშფოთება გამოთქვეს „სიონისტური რეჟიმის“ მათ საზღვრებთან ყოფნის გამო.

„ჩვენ ამის შესახებ განვუცხადეთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დიპლომატიური არხებით“, – აღნიშნა აბდოლაჰიანმა.

მისი თქმით, ირანის მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს.

„ჩვენ გვესმის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია და ჩვენთვის ცნობილია საგარეო ჩარევა, მათ შორის „სიონისტებისა“ და ტერორისტების ყოფნა ამ ქვეყანაში. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მომავალში ეს პრობლემა გახდება ბაქოსთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვართან წვრთნების ჩატარებისას სიგნალი მივეცით „სიონისტებსა“ და ტერორისტებს რეგიონში “, – დაამატა მან და აქვე აღნიშნა, რომ საგარეო მოთამაშეებს არ უნდა მიეცეთ უფლება, გავლენა მოახდინონ თეირანსა და ბაქოს შორის არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობებზე.

 

დატოვე კომენტარი