ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სირიის დაბომბვების შედეგად ისრაელის სახიფათო ავანტიურიზმმა რეგიონში შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტი გამოიწვიოს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სირიის დაბომბვების შედეგად ისრაელის სახიფათო ავანტიურიზმმა რეგიონში შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტი გამოიწვიოს

სირიის დაბომბვების შედეგად ისრაელის სახიფათო ავანტიურიზმმა რეგიონში შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტი გამოიწვიოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

გერმანულ გამოცემა „სუდოიჩე ცაიტუნგ“-თან ინტერვიუში მოჰამედ ჯავად ზარიფმა თქვა, რომ ისრაელი სირიისა და ლიბანის საჰაერო სივრცეს, ასევე საერთაშორისო სამართალს არღვევს მაშინ, როდესაც ირანი სირიაში ქვეყნის ხელისუფლების მიწვევით იმყოფება.

ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობაზე კითხვაზე პასუხად ზარიფმა აღნიშნა, რომ მსგავს სცენარს არ ელოდება, თუმცა ასევე განაცხადა, რომ არც მსგავსი შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება.