ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – შეშფოთებული ვართ რეგიონში და გარშემო აშშ-ის ნებისმიერი ყოფნით, თუმცა ამ საკითხზე მჭიდრო კონტაქტი გვაქვს სომეხ მეგობრებთან და ვენდობით მათ

15:34, 16.10.2026

შეშფოთებული ვართ რეგიონში და ჩვენ გარშემო აშშ-ის ნებისმიერი ყოფნით, თუმცა ამ საკითხზე მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს სომეხ მეგობრებთან და ვენდობით მათ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიედ აბას არაღჩიმ განაცხადა.

მას ჰკითხეს, შეშფოთებულია თუ არა ირანი რეგიონში აშშ-ის ყოფნით, სომეხი ოფიციალური პირების ბოლო ვიზიტებისა და სომხეთსა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით?

„ვიცით, რომ ისინი ირანის უსაფრთხოების წინააღმდეგ არაფერს აკეთებენ, ამიტომ სომხეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ. ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანში იმყოფებოდა. ჩვენ კარგი კონსულტაციები გვქონდა, დღეს კი ჩვენი პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი