ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დროს საკამათო საკითხებზე უკეთესი გაგება იყო, ახლა უკეთ გვესმის ერთმანეთის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დროს საკამათო საკითხებზე უკეთესი გაგება იყო, ახლა უკეთ გვესმის ერთმანეთის

აშშ-თან გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დროს საკამათო საკითხებზე უკეთესი გაგება იყო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ომანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ურანის გამდიდრება უნდა გაგრძელდეს და აქ კომპრომისი შეუძლებელია.

„თუმცა ნდობის ასამაღლებლად, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასზე შეზღუდვები დავუშვათ მისი ზომის, ტემპის, მოცულობისა და დონის თვალსაზრისით. მაგრამ გამდიდრება, არსებითად, მოლაპარაკებების საგანი არ არის. ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სანქციები მოიხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სანქციების მოხსნა მოლაპარაკებების ერთ-ერთი საფუძველია და ეს არის ის, რაზეც ორივე მხარე თანხმდება. როგორც ვთქვი, ჩვენ ახლა უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს საკამათო საკითხებში. ახლა უკეთ გვესმის ერთმანეთის”, – განაცხადა აბას არაღჩიმ.