ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამხრეთ კავკასიაში არ უნდა მოხდეს ცვლილებები რეგიონის გეოპოლიტიკასა და ტერიტორიულ დაყოფაში
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამხრეთ კავკასიაში არ უნდა მოხდეს ცვლილებები რეგიონის გეოპოლიტიკასა და ტერიტორიულ დაყოფაში

სამხრეთ კავკასიაში არ უნდა მოხდეს ცვლილებები რეგიონის გეოპოლიტიკასა და ტერიტორიულ დაყოფაში, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ფუნდამენტური პრინციპია.

„რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო გზების გახსნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ამ სფეროში, რაც მიგვაჩნია ამ რეგიონში ვაჭრობის აყვავებისა და უსაფრთხოების სტაბილიზაციის მიზეზად”, – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.